ყოველწლიურად სუმოს სამყაროს 6 სუპერტურნირის ხილვის საშუალება აქვს – იანვრის ანუ ჰაცუ, მარტის ანუ ჰარუ, მაისის ანუ ნაცუ, ივლისის ანუ ნაგოია, სექტემბრის ანუ აკი და ნოემბრის ანუ კიუშუ ბაშოები. თითოეული მათგანი, ხსენებული თვის მეორე კვირა დღეს იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გრძელდება. 2021 წლის სექტემბრის ბაშო 26 სექტემბერს დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იოკოძუნა ტერუნოფუჯი გახდა, […]