“მაქს გინდა ვიბრძოლოთ?” – გიგა ჭიკაძე ჰოლოუეის იწვევს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. გიგამ პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “მაქს გინდა ვიბრძლოთ? ვფიქრობ შეგვიძლია კარგი შოუ შევქმნათ.” შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ იასპარეზა, 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანი ბრძოლას არ იღებდა […]
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
გიგა ჭიკაძე სადიქ იუსიფთან ბრძოლას ჩაეხსნა
ქართველ მებრძოლს სადიქ იუსუფთან ორთაბრძოლა 17 სექტემბერს ჰქონდა ჩანიშნული. გიგა ლას-ვეგასში UFC Apex-ზე დაგეგმილ ღონისძიებას გაურკვეველი მიზეზის გამო გამოეთიშა. ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება ჭიკაძის შემცვლელი, მაგრამ UFC აქტიურად აგრძელებს მის ძებნას. ცნობილი გამოცემა MMA JUNKIE წერს, რომ მათ იციან თუ რომელ ვარიანტებს განიხილავს ამერიკული პრომოუშენი, თუმცა, ანონიმური წყაროების თხოვნით მათი ვინაობა არ […]
UFC-ში გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქე ცნობილია
ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე UFC ში მომავალ შეხვედრას ამერიკის წარმომადგენლის, სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული. ჭიკაძემ ბოლოს იანვარში იასპარეზა, სადაც კელვინ კატართან დამარცხდა. მანამდე გიგას UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება იუსუფს, ნიგერიული წარმოშობის ამერიკელმა მარტში ალექს კასერესის წინააღმდეგ იმარჯვა. 34 წლის მებრძოლის ანგარიშზე კარიერაში 19 მოგება და 13 მარცხია. […]
მორიგი აღიარება – გიგა ჭიკაძემ UFC-ის The Forrest Griffin Community Award-ის პრიზი მიიღო
UFC-ის ქართველი მებრძოლი – გიგა ჭიკაძე, The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრიზს ორგანიზაციის იმ მებრძოლებს გადასცემენ, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩევიან და საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ. The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის გადაცემის ცერემონიალი პირველად 2020 წელს გაიმართა. დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, გიგა ჭიკაძე გახდა მესამე მებრძოლი, რომელსაც […]
MMA Junkie Youtube-ზე გიგა ჭიკაძის ინტერვიუს ავრცელებს. ქართველი მებრძოლი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. გიგამ “კორეელ ზომბზეც” ისაუბრა და ამბობს, რომ მასთან ბრძოლას არ გამორიცხავს. დიდი ხანია უკვე, ქართველსა და კორეელს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, აზიელმა მას მარტივი მეტოქე უწოდა. აუცილებელია ითქვას, რომ ჩან სუნგ იუნგმაც დათმო მისი […]
“შე***ი კორეელო ზომბო” – ჭიკაძემ UFC-ს მებრძოლს მიმართა
UFC Vegas 46-ის ივენთზე კელვინ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძემ ფანებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, ხოლო UFC-ს მებრძოლი – ჩან სუნ იუნი (“კორეელ ზომბი”) არც ისე სასიამოვნოდ მოიხსენია. “ჩემს ნამდვილ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი – ძალიან მიყვარხართ! ფანების გამო ვალდებული ვარ მალე დავბრუნდე. გარშემო უამრავი ყალბი […]
უსმანი, გეიჯი, პორიე – რას წერენ UFC-ის ვარსკვლავები ჭიკაძის ბრძოლის შესახებ
UFC-ის ეგიდით გამართულ ივენთებზე ზედიზედ მოპოვებული 7 გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, 5-რაუნდიან დრამატულ ბრძოლაში ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და UFC-ის გულშემატკივრებთან ერთად, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ლეგენდარული მებრძოლები აღაფრთოვანა. დანა უაითი, კამარუ უსმანი, ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე, კაბ სვენსონი და სხვები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2022 […]
ჭიკაძე: ,,კატარი 10 ჩხუბიდან მხოლოდ ერთს მომიგებდა და გუშინ იყო ის ერთი”
ალჯიომ ჭიკაძე გამოიწვია: ,,ქართველები დიდად არ მიყვარს”
UFC-ის მებრძოლმა, ბილ ალჯიომ, დღეს, ჟოანდერსონ ბრიტოსთან გამარჯვების შემდეგ, გიგა ჭიკაძე კიდევ ერთხელ გამოიწვია: ,,არიან დარბაზში გიგას ფანები? სახლში წადით! მე მინდა ქართველთან შეხვედრა, რომელსაც ჭიდაობა არ შეუძლია. მომიყვანეთ გიგა! იმედი მაქვს, კატარი სახეს გაუერთიანებს, შემდეგ კი გეცოდინებათ მე ვინ ვარ!” – განაცხადა ალჯიომ. ამერიკელმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძეზე საუბარი პრესკონფერენციაზეც განაგრძო, სადაც ხუმრობით აღნიშნა, რომ […]
კელვინ კატარი: ,,ჭიკაძე დიდებული მეტოქე იყო იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ადგილი დივიზონის სათავეშია”
კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ, ქართველ მებრძოლზე ისაუბრა: ,,გიგა ძლიერი მებრძოლია, UFC-ში ასპარეზობა ზედიზედ 7 მოგებით დაიწყო, ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ბევრმა უბრალოდ ჩამომწერა… როგორც ვამბობდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი საკუთარი თავის რწმენაა. მიხარია, რომ გავიმარჯვე, კიდევ ერთი შანსი მჭირდებოდა. ჭიკაძე ნამდვილი პროფესიონალია, ის დიდებული მეტოქე იყო იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ადგილი […]