დინამო ბათუმი 6:1 მონღოლეთი
“დინამო ბათუმმა” მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები 6:1 დაამარცხა. “ანგისას საფეხბურთო ბაზაზე” გამართული ამხანაგური მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე “დინამო ბათუმმა” მეტოქე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. ბათუმელები სწრაფადვე დაწინაურდნენ და 6:0 იმარჯვებდნენ, რის შემდეგაც გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს 1 ბურთის გაქვითვის შესაძლებლობა მიეცა. საბოლოოდ მონღოლები ისეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს […]
დინამო ბათუმმა ლუკა ზარანდია დაიმატა
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი “კორონა კიელჩეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ლუკა ზარანდიას გარდა, “დინამო ბათუმმა” 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის […]
მაყურებლის გარეშე და პრეზიდენტის 1-წლიანი დისკვალიფიკაცია – დინამო ბათუმი მკაცრად დასაჯეს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი”, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აჭარულმა კლუბმა როგორც ფინანსური ჯარიმა, ისე კონკრეტული პირების დისკვალიფიკაცია მიიღო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით: ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა […]
მეოთხე ქართული გუნდი – ვაგნერ გონსალვეში საქართველოში მესამედ დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, “დინამო თბილისმა”, ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვაგნერ გონსალვეში დაიმატა. 26 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კარიერის განმავლობაში, ვაგნერს სამ ქართულ კლუბში: “საბურთალოში” (“დინამო თბილისის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით), “დინამო ბათუმსა” და გორის “დილაში” უთამაშია. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი საქართველოში უკვე მესამედ დაბრუნდა. 2022 წელი […]
“ტექნიკურია და ფეთქებადი, თუმცა ფიზიკური მომზადება უნდა გააუმჯობესოს” – რას წერენ ფრანგულ პრესაში დავითაშვილის შესახებ?
ფრანგული მედია “ბორდოს” ახალწვეულისა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის სათამაშო უნარ-ჩვევებს განიხილავს. webgirondins.com-ი 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის და მისი თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. “აქ იმ 21 წლის გარემარბის სათამაშო სტილზე ვისაუბრებთ, რომელიც “ბორდომ” შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად იჯარის წესით და გამოსყიდვის შესაძლებლობით დაიმატა. ამ სტატიის შესაქმნელად ჩვენ სკაუტების მონაცემები მოვიპოვეთ, რომელიც […]
L’Equipe – ბორდო დინამო ბათუმს დავითაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა
,,დინამო ბათუმის” შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ბორდოში” გააგრძელოს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგული კლუბი, რომელსაც შეტევის გაძლიერება სურს, ,,დინამოს” ფეხბურთელის იჯარაზე (გამოსყიდვის ვალდებულებით) უკვე შეუთანხმდა. როგორც L’Equipe წერს, ,,ბორდო” გუნდში სახელფასო ფონდის შემცირებაზე მუშაობს და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სწორედ ასეთ შემთხვევაში შედგება. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,დინამო ბათუმის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში […]
ბესი ჩიბურდანიძე: “აზაროვის ტრანსფერში MLS-დან სოლიდურ თანხას იხდიდნენ”
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელმა, ბესი ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში არსებულ გადაცემაში “პოდკასტ ბათუმი” საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის სატრანსფერო პერიპეტიებზე ისაუბრა. “აზაროვის შემთხვევაში, დაინტერესება ამერიკიდან, MLS-ის წარმომადგენელი “კანზას სიტიდან” იყო, რომელიც მის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდა, მაგრამ შემდეგ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების […]
სტეფან დენკოვიჩი: “აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს”
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის სერბულ “ცრვენა ზვეზდაში” ტრანსფერს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” აწ უკვე ყოფილი მარცხენა ვინგერი, სტეფან დენკოვიჩი გამოეხმაურა. 31 წლის ფლანგის შემტევი მონტენეგროს მოქალაქე გახლავთ, თუმცა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია დაბადებული და კარიერის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ ქვეყნის ჩემპიონატში აქვს გატარებული. დენკოვიჩი სწორედ “წითელი ვარსკვლავის” აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის რიგებში 2009-11 […]
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმის ფეხბურთელია
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და პაატა ღუდუშაურის დამატება გაასაჯაროვა. 25 წლის შემტევმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, როცა გორის “დილადან” მარჯვენა ფლანგის ვინგერის დამატებაზე პირველი ცნობები გაჟღერდა, ბათუმელი ქომაგები ინფორმაციას პროტესტით შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის […]
სერბული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, “ცრვენა ზვეზდა” “დინამო ბათუმისა” და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს დაიმატებს. “უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, “პიუნიკთან” “ცრვენა ზვეზდას” დამაჯერებელი ტრიუმფიდან რამდენიმე საათიც არ გასულა და გუნდის კვლავ გაძლიერების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოჩნდა. როგორც ირკვევა, კლუბის ახალი შენაძენი მათ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის მარცხენა […]
როგორ აისახა ქართული კლუბების შედეგები უეფას საკლუბო რეიტინგზე?
2022/23 წლების სეზონის ევროპული საკლუბო ტურნირები საქართველოს წარმომადგენელი გუნდებისთვის ნაადრევად დასრულდა და აქ მათ მხოლოდ 1 თვე გაატარეს. მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა და იმისა, რომ უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არცერთი ქართული გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას, ჩატარებული შეხვედრები საქართველოს ჩემპიონატს უეფას საკლუბო რეიტინგში წინსვლაში დაეხმარა. კონკრეტულად, 2022/23 წლების სეზონში ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო სარბიელზე 12 მატჩი ჩაატარეს, […]
ლეხის მწვრთნელი: “განწყობა კარგია, თუმცა მოულოდნელობისთვის მზად ვართ”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო ბათუმთან” საპასუხო შეხვედრის წინ, პოზნანის “ლეხის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. “უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის და ქვეყნის შიგნით გამართულ შეხვედრებში წარუმატებლობის გამო ბევრი კრიტიკოსი გამოგვიჩნდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, “დინამო ბათუმთან” გამარჯვება სწორ დროს კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარა. საქართველოში კარგი განწყობით ჩამოვედით, თუმცა […]