მარადონას შვილი: “10 ნომერი კვარას?! არა, ის ხელშეუხებელია…”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის – დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო სინაგრამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო 10 ნომრიან მაისურზე ისაუბრა. “10 ნომრიანი მაისური კვარას? როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ინსინიეზე, რომ შესაძლოა ის 10 ნომერი ყოფილიყო, მე ვუთხარი: რაც შემიძლია გითხრა ლორენცო, არის ის, რომ ერთ დღეს შეგიძლია აიღო 24-ნომრიანი მაისური. იგივე აზრი მაქვს კვარას მიმართაც, მას შეუძლია ნებისმიერ ნომერს შეეხოს, […]
ოსიმენი და კვარაცხელია – წყვილი, რომელიც ნაპოლის ისტორიას წერს
იტალიური მედია საშუალება spazionapoli ნეაპოლიტანური კლუბის მომაკვდინებელი დუეტის – ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა ოსიმენი: “კვარა წარმოუდგენელია, ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთად იზრდება” სალერნიტანას პრეზიდენტი: “მადლობა ღმერთს, კვარაცხელია სახლში რჩება” “ოსიმენისა და კვარაცხელიას ოქროს წყვილი – “ნაპოლის” ისტორიული დუეტის თვალსაჩინო სტატისტიკა” […]
Muchachos – სიმღერა, რომელიც არგენტინის ტრიუმფის არაოფიციალური ჰიმნი გახდა
La Mosca-ს სიმღერა, სახელწოდებით Muchachos, ის ერთ-ერთი სიმღერაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენს გონებაში შემოაღწია – ის, რომელიც კატარში მომხდარ, არგენტინელებისთვის ნანატრ ზეიმთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული. დოჰას ქუჩებში, სტადიონსა და არგენტინელების გასახდელში, სწორედ ეს სიმღერა ისმოდა. ძველი სიმღერაა, 2003 წელს, ავტორმა ასე უწოდა: Muchachos, esta noche me emborracho, რაც ნიშნავს: “ბიჭებო, ამაღამ დავთვრები”. როგორც ირკვევა, მასწავლებელმა, […]
ისტორიული გოლი – ლეო მესიმ მარადონას გადაუსწრო
2022 წლის მუნდიალის 1/8-ფინალში, ლეო მესიმ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა და საკუთარი ნაკრები დააწინაურა. ეს გოლი ლეო მესისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატებზე მეცხრე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაასწრო (8 გოლი). ამ გოლით ლეო მესიმ ყველა დროის საუკეთესო არგენტინელ ბომბარდირებს შორის (მსოფლიო ჩემპიონატზე) მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მესის 1 გოლით მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტა […]
შოთა არველაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშებს
ხვალ, 14 ნოემბერს, რომში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე”, დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მატჩი (We Play For Peace) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – შოთა არველაძეც მიიღებს. ,,საქველმოქმედო მატჩებში თამაში ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. მოხარული ვარ, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ! გელით ,,სტადიო ოლიმპიკოზე”!” – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში. ხვალინდელ შეხვედრაში მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ლეგენდა […]
უეფას ვიცე-პრეზიდენტი: “კვარას ლეგენდარული მარადონას დაჩრდილვა შეუძლია”
უეფას ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი პოლონელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის 9 წლის პრეზიდენტი ზბინევ ბონიეკი სპორტულ ბლოგერ გია ჯანაშვილს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, 21 წლის ქართველის შესახებ თქვა, რომ მას დიეგო მარადონას ლეგენდის დაჩრდილვა შეუძლია. “შარშანდელთან შედარებით “ნაპოლი” გაცილებით გამართული გუნდია. ნეაპოლელებმა ბევრი ფეხბურთელი […]
მაიკლ ჯორდანის მაისური რეკორდულ ფასად გაიყიდა
მაისური, რომელიც ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს 1998 წლის NBA-ს ფინალში ეცვა, რეკორდულ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც სპორტულ მაისურში გადახდილა. Sotheby’s წარმომადგენლების განცხადებით, მაისურმა საგრძნობი აღფრთოვანება გამოიწვია სპორტის მოყვარულებსა და კოლექციონერებში. წინა რეკორდი დიეგო მარადონას მაისრუს ეკუთვნის, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეცვა. ლეგენდარული ფეხბურთელის მაისური 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა. […]
“მარადონას სტადიონმა ახალი კუმირი იპოვა – ნეაპოლის ოცნება ადგილზეა” – პორტუგალიური მედია კვარაცხელიას საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად პორტუგალიური მედია საუბრობს და საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის, სადაც მის პირველ ნეაპოლურ ნაბიჯებს განიხილავს. tribuna.expresso-ს მასალაში განხილულია 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის შესაძლებლობები და მისი გავლენა “ნაპოლის” თამაშზე, მთავარი აქცენტი კი “ლივერპულთან” ჩატარებულ შეხვედრაზე კეთდება. “კვარადონა არის ის, ვისზეც ქალაქი ოცნებობდა. მერტენსის, კულიბალის და უპირველეს ყოვლისა, ყოფილი კაპიტნის, ინსინიეს წასვლის […]
La Gazzetta dello Sport: “კვარაცხელიას მარადონაზე კარგი დებიუტი ჰქონდა”
იტალიის და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გაზეთი, La Gazzetta dello Sport საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დებიუტს ეხმაურება და წერს, რომ მას უფრო კარგი დებიუტი ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, დიეგო არმანდო მარადონას. “ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში “ვერონას” წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჰქონდა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კვარაცხელიას უფრო […]
“კვარაცხელია როგორც მარადონა” – იტალიური პრესა ქართველ ფეხბურთელზე წერს
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კვლავაც აქტიურად საუბრობს. ნეაპოლური გამოცემა napolicalciolive.com-ი საქართველოს ნაკრების ლიდერს ვრცელ სტატიას უძღვნის და მას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურას, დიეგო არმანდო მარადონას ადარებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს პირველი კვირებია ნაპოლის ფეხბურთელის სტატუსით. ის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება. “დინამო ბათუმიდან” სერია A-ში და ზოგადად საქართველოდან იტალიაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნახტომია, თუმცა ახალგაზრდა […]
ერიკ კანტონამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ყველას კარგად გვასხოვს. მისი ქარიზმა და თავდაჯერებულობა მოედანზე ყოველთვის შესამჩნევი იყო. “მეფე” ერიკი ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან მანჩესტერში 5 წელი დაჰყო და 62 ასისტთან ერთად 81 გოლის გატანაც შეძლო. მიუხედავ იმისა, რომ კანტონას სანაკრებო დონეზე ზინედინ ზიდანთან უწევდა კონკურენცია, საკუთარი ქვეყნისთვისაც აქვს საკმაო რაოდენობის გოლები გატანილი. Les Bleus […]
12 გამორჩეული მეტსახელი ფეხბურთის ისტორიაში
ზედმეტსახელების შერქმევა ფეხბურთელებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არაა. ზოგადად სპორტსმენები თიკუნებს მათი განსაკუთრებული უნარების, გამორჩეული გარეგნობის, წარმომავლობისა და კიდევ უამრავი მიზეზის გამო იღებენ. ზოგჯერ ფეხბურთელები საკუთარი მეტსახელებით უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე ნამდვილი სახელითა და გვარით. მეტსახელით მოთამაშე არაერთი ვარსკვლავი გვინახავს, რომელსაც გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საფეხბურთო საღამოები უჩუქებია. აქ შეგიძლიათ იხილოთ 12 გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც დღესაც მეტსახელებით მოვიხსენიებთ. […]