საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
იანვარი 11, 2022
246
საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია”, […]