დეილი ბლინდი ბაიერნის ფეხბურთელია
მიუნხენის “ბაიერნმა” ყველასათვის მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა და დეილი ბლინდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ბლინდმა “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ბლინდმა, რომელმაც “აიაქსთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, ბუნდესლიგის გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და სამედიცინო შემოწმების გავლის თარიღიც ჩანიშნულია.
აიაქსმა და ბლინდმა კონტრაქტი გაწყვიტეს
,,აიაქსის” მცველმა, დეილი ბლინდმა, ამსტერდამული კლუბი დატოვა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გადაწყვეტილების ინიციატორი, თავად ბლინდი იყო. ,,ბოლო დღეების განმავლობაში ბლინდთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ის იპოვის სხვა გუნდს, სადაც წარმატებულ კარიერას დაასრულებს. დეილისთან ერთად ,,ამსტერდამ არენაზე” ჩავატარებთ მატჩს, რომელშიც ის გულშემატკივრებს სათანადოდ დაემშვიდობება,” – განაცხადა ,,აიაქსის” […]
სიმსივნეზე გაიმარჯვა – სებასტიან ალემ ვარჯიში განაახლა
“დორტმუნდის”თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ პირველად ივარჯიშა. კოტ-დივუარელმა ფორვარდმა მოთელვითი ვარჯიში ყოფილ გუნდში “აიაქსში” ჩაატარა. “აიაქსის” მწვრთნელმა ალფრედ შროდერმა დაადასტურა, რომ სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის დასმიდან სამი თვის შემდეგ, კლუბის ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან ალე კლუბში ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. 28 წლის ფეხბურთელმა ამსტერდამის “აიაქსი” 2021/22 წლების შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ დატოვა. […]
Sportbible: კვარაცხელია ყველას საყვარელი ფეხბურთელი გახდება, მისი მომენტები გამორჩეულია
ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს და მის შესანიშნავ ასპარეზობაზე არამარტო საქართველო და ნეაპოლი, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. ცნობილმა სპორტულმა ონლაინ გამოცემამ, Sportbible-მა, რომელსაც 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხვიჩას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ყურადღება მის ინდივიდუალურ ასპარეზობაზე გაამახვილა . სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ნაპოლიმ” “დინამო ბათუმს” კვარა ფაქტობრივად “მოპარა”, რადგან მისი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე €10 […]
აიაქსის მწვრთნელი: “სიტყვები არ მაქვს, ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია…”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა. “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა – ალფრედ შროიდერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იგი ასევე შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას და შექება არ დაიშურა. “ხვიჩას “ნაპოლიში” გადასვლის […]
მატჩის საუკეთესო – ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა. Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.0 ქულით შეაფასა. ამ შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო. Sofascore-მ კი ხვიჩა კვარაცხელიას 7.6 ქულა […]
ლუჩანო სპალეტიმ აიაქსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “აიაქსთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წინსვლა უნდა განაგრძოს, რათა შეინარჩუნოს ის დადებითი ტემპი, რომელიც აქამდე მოსდევთ. “ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენივე გულშემატკივრის თვალწინ გავინაღდოთ ადგილი 1/8 ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან “აიაქსს” ამსტერდამში მარცხის შემდეგ რევანშის აღება სურს. ამ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, […]
ქუინსი პრომესი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება
De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება. პრომესის წინააღმდეგ, მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ნიდერლანდელმა 2020 წლის ივლისში, ოჯახურ წვეულებაზე, საკუთარი ძმისშვილი მუხლში დაჭრა. პროცესი თავდაპირველად გასული წლის მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქმე გაჭიანურდა. დანაშაულის ჩადენის მომენტში ქუინსი ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელი იყო. 2021 წლის დასაწყისში, 30 წლის ფეხბურთელი […]
ლუჩიანო სპალეტი: “ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ შემდეგი მატჩიც მოსაგებია…”
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 1:6 გაანადგურა. ბტწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემითა და გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი. პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, დღევანდელი მატჩი შეაფასა. “კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთავარი ყოველთვის კონკრეტული მატჩებია. ჩემპიონატის მატჩი რომ არ მოგვეგო, ახლა შესაბამისი ხასიათი არ გვექნებოდა და ერთი […]
ნაპოლიმ სტუმრად აიაქსი გაანადგურა
დღეს “აიქასმა” “იოჰან კრუიფ არენაზე” “ნაპოლის” უმასპინძლა და საკუთარ კედლებში პირნათლად დაიჩაგრა. იტალიელებმა მასპინძლები 1:6 დაამარცხეს და ჯგუფში კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. ნეაპოლური კლუბი ცხრა ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ეს მატჩი წარმატებული აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც, რადგან ქართველმა საგოლე გადაცემის გარდა, გოლითაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე 5 ბურთიანი სხვაობით ბოლოს 1964 წლის […]
ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, “ნაპოლი” “აიაქსს” ესტუმრა და 1:6 გაანადგურა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემითა და გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი. Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა. ამ შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე საუკეთესო მოთამაშე იყო. მასზე მაღალი შეფასება კი მხოლოდ რასპადორიმ მიიღო, რომელიც 9.46 ქულით შეფასდა. სამი […]