კვირას, 17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. "ბორჯღალოსნებმა" წინა ტურში, გერმანიასთან გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონობა გაიფორმეს, თუმცა რუსეთთან მატჩი ქართველთათვის ყოველთვის პრინციპული იყო და წელსაც სწორედ ამ დატვირთვით გაიმართება.
გთავაზობთ ძალიან სახალისო ინფორმაცია, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსებთან ბოლო მატჩი წააგეს:
სოხუმი არ იყო ოკუპირებული
არ არსებობდა ლა-მანშის გვირაბი, ევრო, DVD, email, Wi-Fi, JPEG, MP3 და ინტერნეტის არც ერთი საძიებო სისტემა
კურტ კობეინი და პრინცესა დიანა ცოცხლები იყვნენ
საუკეთესო პროცესორი იყო პირველი თაობის Pentium, ხოლო უახლესი საოპერაციო სისტემა - Windows 3.11