Belive

კვესელაძე, ანდერჰილი, უილიამსი - ვინ გახდება მესამე ტურის საუკეთესო მორაგბე?

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. "ავივაზე" გამართული მატჩი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს საოცარი ბრძოლა გაუმართეს და საერთაშორისო ასპარეზზე ბრწყინვალედ წარსდგნენ. "ბორჯღალოსნების" შესანიშნავი თამაში შემოდგომის ერთა თასის ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ - მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის სახელოვან ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებთან ერთად, გიორგი კვესელაძე იბრძვის. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა 17 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 59 მეტრი მოიგო, რომელიც შესანიშნავი ლელოთი დააგვირგვინა. გიორგი კვესელაძისთვის ხმის მიცემა, შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

სხვა სტატიები