ბორჯღალოსნები რუსეთისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
მარტი 15, 2019 4:01 pm
კვირას, 17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. “ბორჯღალოსნებმა” წინა ტურში, გერმანიასთან გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონობა გაიფორმეს, თუმცა რუსეთთან მატჩი ქართველთათვის ყოველთვის პრინციპული იყო და წელსაც სწორედ ამ დატვირთვით გაიმართება.
საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიელმა თავკაცმა – მილტონ ჰეიგმა, რუსეთის ნაკრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გთავაზობთ ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმს: