Belive

ვარლამ ლიპარტელიანი ბრუნდება - ნაკრების კაპიტანი პარიზში იჭიდავებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ძიუდოდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ნაკრების კაპიტანი ბრუნდება. ვარლამ ლიპარტელიანი 11 დეკემბერს პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე იჭიდავებს. საქართველოს ნაკრების განაცხადი საფრანგეთში გასამართ ტურნირზე ცნობილია: 60კგ – გიორგი პაპინაშვილი. 66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი. 73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი. 81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი. 90კგ – გიორგი პაპუნაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი. 100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი. 100კგ – გელა ზაალიშვილი, ადამ ოქრუაშვილი.    

სხვა სტატიები