დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს მე-2 მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ლეგენდარულ, ონო შოჰეისთან დამარცხდა. ლაშამ ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.
შავდათუაშვილის წარმატებას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას, 3 ოლიმპიადა, 3 მედალი,” – წერს 29 წლის ჩოგბურთელი.
როგორც იცით, ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზე უკვე 3 ოლიმპიური მედალია. ქართველი ძიუდოისტი 2012 წელს ჩემპიონი გახდა, 2016-ში კი ბრინჯაოს პრიზიორი.