Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | მელია დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები განაგრძობს. დღეს თავისი შეხვედრა გამართა გიორგი მელიამ, რომელიც მთავარ ფავორიტს, მუსა ევლოევს დაუპირისპირდა. რუს მოჭიდავესთან ქართველი დაძაბულ ბრძოლაში, 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მელიასთვის მედლისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ევლოევი ტურნირის ნახევარფინალშია გასული და თუ ის ფინალის საგზურსაც მოიპოვებს, გიორგი რეპეშაჟში გადაინაცვლებს, სადაც ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ექნება.

სხვა სტატიები