Belive

ოლიმპიადა | ვინ იასპარეზებს 4 აგვისტოს საქართველოს სახელით

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. 4 აგვისტოს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნახევარფინალურ ეტაპზე ირანელ მეტოქესთან დამარცხდა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს, რაც ჩვენი ოლიმპიური ნაკრებისათვის მე-7 მედლის შანსს აჩენს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სტარტს 13:15 წუთზე აიღებს). რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, რომელიც საკუთარი სპორტის ლეგენდაა, ქართველი ძალოსანი შეეცდება, რომ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვოს. ტალახაძემ პირველი ოლიმპიური მედალი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მოიგო. ექსპერტების შეფასებით ქართველი ძალოსანი ერთპიროვნული ლიდერია (ძალოსნობის საშეჯიბრო ასპარეზი სტარტს 14:50-ზე აიღებს). Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს!

სხვა სტატიები