Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის მადლობა ზურაბ დათუნაშვილს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. სერბეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოვიდა, მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დათუნაშვილს მადლობა Instagram Story-ის მეშვეობით გადაუხადა.
djokovicccc

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიელებს ამ დროისათვის 7 მედალი აქვთ მოპოვებული, 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

სხვა სტატიები