დღეს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს, 24 ოქტომბერს 12:00 საათზე ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართება.

ყრილობაში ხმისუფლების მქონე 46 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს: გიორგი ათაბეგაშვილი, გიორგი ალექსიძე, დავით ხახუტაშვილი და დავით ქევხიშვილი.

დღეს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

სტატიის ავტორი
-