ბასილაშვილმა მოქმედ ჩემპიონს სეტი მოუგო! (ვიდეო)

დუბაიში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედ ჩემპიონ რობერტო ბაუტისტა-აგუტს ეთამაშება, მათ შორის ანგარიში ამჟამად 1:1-ია სეტებში.

პირველი სეტი ქართველმა ტაი-ბრეიკზე დათმო, მეორე სეტში კი საკმაოდ მოტივირებული და სწორი თამაშით წონასწორობა აღადგინა ანგარიშით – 6:4.

 

სტატიის ავტორი
-