Belive

2021 წლის მარტის ბაშო პანდემიის შემდეგ გარდამტეხი იქნება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2020 წელი სპორტული კუთხით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული გამოდგა - ცხადია, ნეგატიურ ჭრილში. სპორტის მოყვარულებმა საკმაოდ ბევრი, განსხვავებული ფორმატით, გარემო ფაქტორებით თუ წესებით მიმდინარე სხვადასხვა სპორტის სახეობის ღონისძიებები იხილეს, მათ შორისაა სუმო, რომელიც პირველად ისტორიის განმავლობაში სრულიად უმაყურებლოდ ჩატარდა. პანდემიიდან გამომდინარე სუმოს სუპერტურნირებს იაპონიის დედაქალაქი, ტოკიო მასპინძლობდა. ახლახანს იაპონური სუმოს ასოციაციის ცნობით, 2021 წლის მარტის ბაშო იქნება პირველი სუპერტურნირი, რომელიც ტოკიოში აღარ ჩატარდება და ძველ ადგილსამყოფელს ანუ ოსაკას დაუბრუნდება. 2021 წლის მარტის ბაშომდე წინ 2 სუპერტურნირია - ნოემბრისა და იანვრის ასპარეზი. კიუშუ ბაშო 8 ნოემბერს აიღებს სტარტს, სადაც ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, ასოციაციამ გასულ ბაშოზე 10,000-დან 2,500 ადამიანის დასწრების უფლება გასცა, ნოემბრის ბაშოზე კი ეს რიცხვი 5,000 ადამიანამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად მაღალხარისხიანი პირდაპირი ეთერის ყურება Live.ge-ის ვებგვერდსა და Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ყოველდღიურად 11:00 საათიდან, შეგეძლებათ.

სხვა სტატიები