Belive

ზედიზედ მეათედ - ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ,,ბაიერნმა'' ,,დორტმუნდს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებიდან თავი სერჟ გნაბრიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ჯამალ მუსიალამ გამოიჩინეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,რეკორდმაისტერი'' მეორეადგილოსან ,,ბორუსიას'' 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, იულიან ნაგელსმანის გუნდი ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეათედ, ისტორიაში კი 32-ედ გახდა. მომავალ ტურში ,,ბაიერნი'' ,,მაინცს'' ესტუმრება, ,,დორტმუნდი'' კი ,,ბოხუმს'' უმასპინძლებს.


სხვა სტატიები