Belive

UFC-სა და Bellator-ის ყოფილი მებრძოლი სასიკვდილოდ დაჭრეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-სა და Bellator-ის ყოფილი მებრძოლი - მაიკელ ფალკაუ ბრაზილიაში სასიკვდილოდ დაჭრეს. MMA Fighting-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მებრძოლი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 40 წლის მებრძოლი საკუთარ მშობლიურ ქალაქში (პელოტასი) მოკლეს. ფალკაუს ცივი იარაღით, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი რამდენიმე დაზიანება მიაყენეს - სამედიცინო პერსონალის მცდელობის მიუხედავად, მებრძოლი საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.
"მოწმეების არ არსებობის გამო, ამ წუთისათვის მკვლელობის მოტივი უცნობია. დანაშაულის შემთხვევის ადგილზე, ფალკაუს სიახლოვეს შუშის ნამსხვრევები ვიპოვეთ, თუმცა გვჯერა, რომ მას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს", - აღნიშნა გამომძიებელმა. 
მაიკელ ფალკაუ UFC-სა და Bellator-ის მებრძოლი იყო, მაგრამ ღამის კლუბში, ქალზე თავდასხმის გამო, მას UFC-მ კონტრაქტი გაუწყვიტა.