Belive

იოკოძუნა ჰაკუჰოს კარიერა სრულდება? | თეთრმა ფენიქსმა მწვრთნელობის განაცხადი შეიტანა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ყოველწლიურად სუმოს სამყაროს 6 სუპერტურნირის ხილვის საშუალება აქვს - იანვრის ანუ ჰაცუ, მარტის ანუ ჰარუ, მაისის ანუ ნაცუ, ივლისის ანუ ნაგოია, სექტემბრის ანუ აკი და ნოემბრის ანუ კიუშუ ბაშოები. თითოეული მათგანი, ხსენებული თვის მეორე კვირა დღეს იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გრძელდება. 2021 წლის სექტემბრის ბაშო გუშინ, 26 სექტემბერს დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იოკოძუნა ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც სუმოს უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისთვის ტურნირმა უშუალო და უმთავრესი კონკურენტის, იოკოძუნა ჰაკუჰოს გარეშე ჩაიარა, რისი მიზეზიც მის სკოლაში (მიაგინო ჰეია) დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა იყო, რომლის გამოც იაპონური სუმოს ასოციაციის რეგულაციების თანახმად, სკოლის არცერთი წევრი ბაშოზე არ დაიშვებოდა. ჰაკუჰომ 45-ე ტიტული ივლისში მოიგო, როცა მუხლის ტრავმით უწევდა ასპარეზობა, თუმცა "თეთრმა ფენიქსმა" მისი ბრწყინვალების აზრი კიდევ ერთხელ გაამყარა, მან ტრავმის მიუხედავად ბაშო წაუგებლად, 15:0-ზე ბალანსით, მოიგო (ძენშო იუშო). იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით იოკოძუნა ჰაკუჰო სუმოისტის კარიერას მალე დაასრულებს, თუმცა მათივე ცნობით ლეგენდარული სუმოისტი საკუთარ თავს მწვრთნელის ანუ ოიაკატას რანგშიც გამოცდის. იაპონური მედია ირწმუნება, რომ ჰაკუჰომ სამწვრთნელო განაცხადი უკვე შეიტანა. 36 წლის წარმოშობით მონღოლი და აწ უკვე იაპონიის მოქალაქე, ჰაკუჰო შო, კარიერის დასრულებას ივლისის ბაშოს შემდეგ გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი აღაფრთოვანა, თუმცა როგორც ჩანს, ჰაკუჰოს კარიერის დასრულების თარიღი საკმაოდ მოკლე ვადით გადაუვადებია.

სხვა სტატიები