რუსები გაკვირვებულები არიან – რუსი სპორტსმენი საქართველოს სახელით იასპარეზებს

წარმოშობით რუსი მოციგურავე – ანასტასია გუბანოვა, საქართველოს სახელით იასპარეზებს. 18 წლის სპორტსმენის გადაწყვეტილებამ რუსეთის ფედერაციაში გაკვირვება გამოიწვია.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერეციის ცნობით,18 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით ქალთა ერთეულთა თანრიგში გამოვა.

რუსები კი ამ ფაქტით გაკვირვებულები არიან და ფედერაციაში ამბობენ, რომ მისთვის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არავის გაუცია.

საქართველოს სახელით გამოსვლას, სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე თავად რუსი სპორტსმენი გამოეხმაურა.

რუსები გაკვირვებულები არიან - რუსი სპორტსმენი საქართველოს სახელით იასპარეზებს 1

ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია.

რუსები გაკვირვებულები არიან – რუსი სპორტსმენი საქართველოს სახელით იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-