ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟაკეტის ქსოვა დაასრულა (PHOTO/VIDEO)

ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მან მეწყვილესთან ოქროს მედლის მოგების გარდა, ხალხის გული ქსოვით დაიპყრო.

ბრიტანელმა სპორტსმენმა საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ თამაშებს საქსოვი ჩხირებითა და ძაფებით ესწრებოდა. მისი ქსოვის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

როგორც იქნა, ტომმა ოლიმპიადაზე დაწყებული ბოლო პროექტი დაასრულა და მოქსოვილი ფუმფულა ჟაკეტიც გვაჩვენა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟაკეტის ქსოვა დაასრულა (PHOTO/VIDEO) 1

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟაკეტის ქსოვა დაასრულა (PHOTO/VIDEO) 2

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟაკეტის ქსოვა დაასრულა (PHOTO/VIDEO)

სტატიის ავტორი
-