Belive

"ლაშა ტალახაძეს უნდა ვაჯობო..." - 18 წლის ირანელი ძალოსანი

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

18 წლის ირანელმა ძალოსანმა - ალირეზა იუსეფიმ, Tehran Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერაში დიდი მწვერვალების დაპყრობა უნდა და სურს, რომ ლაშა ტალახაძეს აჯობოს. 18 წლის ირანელმა ძალოსანმა 2021 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა, მსოფლიო რეკორდი მოხსნა, კერძოდ კი მან მისი თანამემამულის ალი დავოუდის (237 კგ) აჯობა. ირანელმა ძალოსანმა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აკვრაში 238 კილოგრამი დაძლია და ახალგაზრდული მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საბოლოოდ ორჭიდის ჯამში ირანელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილზე გავიდა.

ლაშა ტალაძემ კი ატაცში 225 კილოგრამი ასწია, აკვრაში კი 267 კილოგრამი და ორივე სახეობში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშამ ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდის ჯამში, სადაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 492 კილოგრამი დაძლია. ალირეზა იუსეფი კი მზად არის, რომ ახლა უკვე რეკორდები უფროსებშიც მოხსნა.  
კმაყოფილი ვარ იმით, რაც ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე გავაკეთე. ჩემი პირველი მიზანი ახალგაზრდებში მსოფლიო რეკორდი იყო და ეს გამომივიდა, ახლა უკვე დროა, რომ უფროსებშიც რეკორდსმენი გავხდე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი პოტენციალის ჩვენება, უახლოეს პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი მსოფლიო რეკორდები მოვხსნა და ვაჯობო ლაშა ტალახაძეს. 

სხვა სტატიები