Belive

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამი ოქრო მოიპოვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 ოქროს მედლით დაასრულა. დღეს ჩემპიონები სახილ ალახვერდოვი (48 კგ), არტიუშ გომციანი (60 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა გურულმა, რომელიც ფინალში სერბეთის წარმომადგენელთან, ვახიდ აბასოვთან დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე სულ 39 ქვეყნის 219 მოკრივე მონაწილეობდა - სამი ოქროს აღება მხოლოდ საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებმა შეძლეს.