Belive

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს. ეს ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბევრი და დიდი დავის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ალბანეთში უნდა გამართულიყო. საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე 14 სპორტსმენით მიდის, საიდანაც 10 იასპარეზებს, 4 ქართველი ძალოსანი კი სარეზერვო სიაშია და თუკი ევროპის ჩემპიონატამდე რაიმე შეიცვლება და ვინმე ტრავმას მიიღებს, სწორედ ეს სპორტსმენები ჩაანაცვლებენ.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

  • 55 კგ - გოდერძი ბერდელიძე
  • 61 კგ - რამინ შამილიშვილი
  • 67 კგ - გოგა ჩხეიძე, შოთა მიშველიძე
  • 73 კგ - კახი ასანიძე
  • 89 კგ - რევაზ დავითაძე
  • 102 კგ - ირაკლი ჩხეიძე
  • 109 კგ - გიორგი ჩხეიძე
  • +109 კგ - ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე
  • ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გიორგი ასანიძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მეექვსედ შეუტევს. ბოლოს მსოფლიოს უძლიერესმა მამაკაცმა, ევროპის ჩემპიონატი რუსეთში მოიგო და მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

სხვა სტატიები