ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში დღეს ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა
ტერაქტის დროს ალ ნურის მეჩეთში ბანგლადეშის კრიკეტის გუნდიც იმყოფებოდა, რომლის წევრებიც სიკვდილს გადაურჩნენ.
“სასწაულად იღბლიანები. არ მინდა, რომ ასეთი რამ კიდევ ერთხელ ვნახო,” – დაწერა ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ.
ბანგლადეშის ნაკრების კორესპონდენტი ESPN-ში, მუჰამედ ისამი ტერაქტის მომენტს იხსენებს.
“ერთ-ერთმა მოთამაშემ დამირეკა და მითხრა, რომ ვიღაც ისვროდა და მათ დახმარება სჭირდებოდათ.
პირველად ეს სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ მისი ხმა ყველაფერს ამბობდა. ამის შემდეგ მეჩეთისკენ გავიქეცი და საზარელ სურათს შევესწარი, ტერორისტი ჯერ კიდევ ისვროდა, შორიდან მკვდარი ადამიანის სხეულიც ჩანდა და სისხლიანი ადამიანი ჩემსკენ მორბოდა,” – თქვა ჟურნალისტმა BBC-სთან საუბარში.