Belive

საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა

4 წლის წინ სხვა
3 წთ
ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბოლო სპორტსმენი იყო ვინც საქართველოს სახელით მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაკობი ბელარუს მეტოქესთან 1:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი საბოლოო ჯამში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სამბისტების გამოსვლა აღმოჩნდა 4 ოქროს მედალი ვახტანგ ჩიდრაშვილმა, დავით ლორიაშვილმა, ლევან ნახუცრიშვილმა და ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვეს. 3 ვერცხლი მინდია ლილუაშვილის, ნინო ოძელაშვილის და ელენე ქებაძის ანგარიშზეა, ხოლო 4 ბრინჯაო ბესარიონ ბერულავამ, გენადი ჩირგაძემ, გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვეს. შესანიშნავად იასპარეზეს ძიუდოისტებმა, შეგახსენებთ რომ ძიუდოში ევროპული თამაშების გარდა ევროპის ჩემპიონატის მედლებიც თამაშდებოდა. ოქრო 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს. ვერცხლს ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლა ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე გახდნენ. ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ კარატეში. კვრაცხლბეკზე 84 კგ წონით კატეგორიაში გოგიტა არქანია ავიდა. კრივში 60 კგ წონით კატეგორიაში ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს ხოლო 49 კგ წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. სამწუხაროდ მოპოვებულ 7 მედალში არც ერთი ოქრო არ ფიგურირებს მოჭიდავეების ყულაბაში. ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი (97 კგ წონითი კატეგორია, თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ წონითი კატეგორია თავისუფალი ჭიდაობა), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ წონითი კატეგორია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) იაკობ ქაჯაია (130 კგ წონითი კატეგორია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) დაეუფლნენ. ბრინჯაო ავთანდილ კენჭაძის (74 კგ წონითი კატეგორია თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ წონითი კატეგორია თავისუფალი ჭიდაობა) და დათო ჩხარტიშვილის (60 კგ წონითი კატეგორია, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ანგარიშზეა. ბატუტზე ხტომაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუბა გოლოვინამ. 50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში დედა-შვილმა ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა, თუმცა რადგან დასკვნით დრეს სხვადასხვა სპორტში კიდევ მრავალი ოქროს მედალია გასათამაშებელი სავარაუდოდ ამ ადგილს ვერ შევინარჩუნებთ. მესამე ევროპული თამაშები 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართება.

სხვა სტატიები