Belive

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე იასპარეზოს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 შეხვედრა უკვე გამართა. პირველ მატჩში ქართველებმა უკრაინელებს უმასპინძლეს და ანგარიშით - 88:83 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებს ესტუმრნენ და 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 89:61 დამარცხდნენ. დღეს, 24 თებერვალს, საკუთარი მატჩი გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც. ჩვენი მეტოქე, ამჯეარდ მაკედონიის ნაკრები გახლდათ. ექსპერტების შეფასებით საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩამდე უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული და შედეგიც შესაბამისი დადგა - მეტოქე გუნდი საწყისი წამებიდანვე მდევრის როლში იყო, შეხვედრის არცერთ მომენტში მაკედონიის ნაკრები წინ არ გასულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 91:70 საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ. დღევანდელ გამარჯვებაში მნიშნველოვანი როლი ითამაშეს ტედ მაკფადენმა (26 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი), გიორგი შერმადინმა 20 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი) და დუდა სანაძემ (11 ქულა, 4 მოხსნა) შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ქართველები, მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ მატჩს ისევ მაკედონიელების წინააღმდეგ, 27 თებერვალს, ამჯერად უკვე სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები