ტოკიოს ოლიმპიადა | გიორგი მელიამ რეპეშაჟში გადაინაცვლა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას განაგრძობს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები.

დღეს გიორგი მელიამ პირველივე შეხვედრა რეიტინგის პირველ ნომერ, მუსა ევლოევთან დათმო. რუსმა მოჭიდავემ ყველა სხვა დაპირისპირება მოიგო და ფინალში გასვლაც მოახერხა.

ამის გამო მელიამ რეპეშაჟში გადაინაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ორ მეტოქეს დაამარცხებს, ბრინჯაოის მედლისთვის ბრძოლის უფლებას მოიპოვებს.

ფინალური ბლოკი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხვალ გაიმართება.

ტოკიოს ოლიმპიადა | გიორგი მელიამ რეპეშაჟში გადაინაცვლა

სტატიის ავტორი
-