Belive

ლეონ ედვარდსმა გამარჯვების შემდეგ დედას დაურეკა | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეონ ედვარდსმა UFC-ის სამყარო შოკში ჩააგდო მას შემდეგ, რაც კამარუ უსმანი ძლიერი ფეხის დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო. წარმოშობით იამაიკელი მებრძოლი, ამ გამარჯვების შემდეგ, UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ედვარდსისთვის კამარუს დამარცხება ძალიან რთული ამოცანა იყო. მათ შორის ბრძოლა 2015 წელსაც გაიმართა, სადაც ლეონი დამარცხდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი განმეორებითი მატჩი იგივე გზით მიმდინარეობდა, თუმცა ედვარდსმა ნიგერიელი მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ახლა უკვე ისაა ჩემპიონი.

ეს გამარჯვება ლეონისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რაზეც UFC-ის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მეტყველებს. მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ, დედას დაურეკა და ცრემლები ვერ შეიკავა. დერეფანში გავლისას ის კამერში ყვიროდა: "მე გითხარი, დედა, გითხარი, რომ ამას გავაკეთებდი!"

სხვა სტატიები