ტოკიოს ოლიმპიადაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს ძიუდოს სამყარო სოციალურ ქსელებში ემშვიდობება.
“სამუდამოდ ჩემპიონი” – დარია ბილოდიდი.
“ლეგენდა” – ფრანკ დე ვიტი.
“შენ ჩემპიონი და დიდი ადამიანი ხარ” – აქსელ კლერგე.
“ლეგენდა” – რუსტამ ორუჯოვი.
“ჩემი კარიერის დასაწყისიდან გიყურებ, ბევრი ვისწავლე. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემპიონო” – ნემანია მაიდოვი.
“მოგვენატრები, ლეგენდავ!” – ამანდინ ბუშარი.
“ლეგენდა” – საიდ მოლაი.
“ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. დიდი პატივი იყო შენს ეპოქაში ჭიდაობა” – ალექსანდრ კუკოლი.