Belive

ოფიციალურად | რუსეთის გრან პრი გაუქმდა!

2 წლის წინ სხვა
2 წთ

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე საომარ ვითარებას ფორმულა 1 გამოეხმაურა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულა 1-ის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთის გრან პრის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სინანულით ვაკვირდებით - შოკირებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი სიტუაცია უმოკლეს დროში შეიცვლება და მშვიდობა დამყარდება. ფორმულა 1-ისა და საჯინიბოების წარმომადგენელთა შეხვედრის დროს, მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოცემულ სიტუაციაში რუსეთში გრან პრის ჩატარება შეუძლებელია", - აღნიშნულია ფორმულა 1-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ასტონ მარტინის" პილოტი - სებასტიან ფეტელი, მბრბოლელებს შორის პირველია, რომელმაც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2022 წლის 25 სექტემბერს, რუსეთის გრან პრიზე ასპარეზობაში არ  ჩაერთვება.
"დილით გავიღვიძე და მას შემდეგ შოკირებული ვარ, წარმოუდგენელია ის რაც ახლა ხდება. საშინელებაა იმ ყველაფერის დანახვა, რასაც დღეს მთელი მსოფლიო უყურებს. ალბათ გეცოდინებათ, რომ რუსეთში გრან პრი არის, თუმცა მე არ წავალ და მონაწილეობას არ მივიღებ. მეტიც, ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ უნდა იმართებოდეს შეჯიბრები. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს. გაძლებას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უსამართლოდ კარგავენ საკუთარ სახლებსა და ოჯახის წევრებს".

სხვა სტატიები