ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი ჩინეთის მოცურავეთა ნაკრებისგან

23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება.

ჩინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ცურვის შეჯიბრში, რომელშიც როგორც წესი, გუნდურად ასპარეზობენ (4×200 მეტრი), მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მათი შედეგი 7:40,33 გახლდათ.

წინა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ავსტრალიამ დაამყარა 2019 წელს იყო,  7:41.50 – აღნიშნულ მაჩვენებელს დღეს სამმა გუნდმა აჯობა.

საყურადღებოა, რომ ოქროს მოსაპოვებლად საკუთარ გუნდს ჟანგ იუფეი დაეხმარა, რომელიც ახლახანს შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და “ბათერფლაის” სტილით ცურვაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

 

ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი ჩინეთის მოცურავეთა ნაკრებისგან

სტატიის ავტორი
-