ოლიმპიადა | ქართველი ბირთვის მკვრელი დოპინგის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ქართველი ბირთვის მკვრელი, ბენიკ აბრამიანი დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, ტოკიოს ოლიმპიადიდან წინასწარი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი – დეჰიდროქლორომეთილ-ტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი დაუფიქსირდა.

აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს.

36 წლის სპორტსმენს ასპარეზობა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაეწყო.

NBC-ის ინფორმაციით, ეს ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგის აღმოჩენის მეორე შემთხვევაა.


ოლიმპიადა | ქართველი ბირთვის მკვრელი დოპინგის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-