ნურმაგომედოვის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

დანა უაითი არ ნებდება და UFC-ის გულშემატკივრებს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ 1 კვირიან ინტერვალში სამი ტურნირი ჩატარდება – 9,13 და 16 მაისს შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებული შოეუბი ელით, რომელსაც ფლორიდა უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი საჩუქარი, რომელიც ორგანიზაციის პრეზიდენტმა ფანებს მოუმზადა. ESPN-თან საუბარში დანა უაითმა დაადასტურა, რომ ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯის შორის გამარჯვებული, UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულისათვის ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

“ფერგიუსონისა და გეიჯის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იქნება. გარანტიას გაძლევთ, რომ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება. მათ შორის გამარჯვებული ჩემპიონის ტიტულისათვის ხაბიბს დაუპირისპირდება. 100%-ით დარწმუნებით გეტყვით – ფერგიუსონსა და გეიჯის შორის გამარჯვებული ნურმაგომედოვს შეხვდება”, – აღნიშნა დანა უაითმა.

ნურმაგომედოვის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია 1

ნურმაგომედოვის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-