Belive

MMA-ს მებრძოლმა მსაჯი დაანოკაუტა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ბაჰრეინი MMA-ს სუპერთასს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 8 ქვეყანა იღებს. "ხალიფას სპორტულ ცენტრში" მიმდინარე ღონისძიებაზე, განსაკუთრებით სანახაობრივი ნახევარფინალური დაპირისპირებები გამოდგა. ნახევარფინალურ წყვილში ბაჰრეინმა ყაზახეთი 5:3 დაამარცხა - მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ირლანდიასა და მექსიკას შორის შედგა, რომელიც ირლანდიელების გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ირლანდიისა და მექსიკის დაპირისპირების დროს, საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მექსიკელმა მებრძოლმა შემთხვევით მსაჯს თავის არეში მიაყენა დარტყმა და დაანოკაუტა.
MMA-ს სუპერთასის ფინალი (ბაჰრეინი - ირლანდია) 12 მარტს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს სუპერთასთან ერთად $100,000 გადაეცემა, ფინალში დამარცხებულს $75,000 ერგება, ხოლო მექსიკასა და ყაზახეთს შორის ბრინჯაოს მედლებისათვის გაიმართება ბრძოლა - მესამეადგილოსანი გუნდი $50,000 მიიღებს.