Belive

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ლონდონის "ჩელსისა" და დანიის ნაკრების მცველი, ანდრეას კრისტენსენი ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ არ ითამაშებს. ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებაა, რაც ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა COVID19-ზე ტესტი ჩააბარა და დადებითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც იგი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გაავრცელა. ანდრეას კრისტენსენს მიმდინარე სეზონში "ჩელსის" შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული. "ქალაქელებისა" და "არისტოკრატების" დაპირისპირება შაბათს, 15 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები