კიდევ ერთი მედალი – ანტონ პლესნოი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია

ძალოსნობაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანტონ პლესნოიმ, ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური ჩემპიონი ყატარელი ფარეს იბრაჰიმ ელბახი გახდა, რომელმაც 402 კილოთი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.

მეორე ადგილი კი ვენესუელელმა სანჩეს ვალენილამ დაიკავა, რომლის ანგარიშზეც, პლესნოის მსგავსად, 387 კილოგრამია.

შედეგად, საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-5 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) გაინაღდა.


კიდევ ერთი მედალი - ანტონ პლესნოი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია 1

კიდევ ერთი მედალი – ანტონ პლესნოი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია

სტატიის ავტორი
-