Belive

კასპაროვი პუტინზე: "ეს არის გველი, რომელიც თავისუფალმა სამყარომ თავის უბეში გამოზარდა"

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რუსი მოჭადრაკე და ამჯამად პოლიტიკოსი, გარი გასპაროვი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.
"ეს არის გველი, რომელიც თავისუფალმა სამყარომ თავის უბეში გამოზარდა. პუტინს ეპყრობოდნენ ისე, როგორც მოკავშრესა და თანასწორს, ამ დროს კი იგი კორუფციას ავრცელებდა. ახლა იგი შეტევას აწყობს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბოროტებასთან შეტაკება გარდაუვალია, მხოლოდ ომის თარიღის წინ გადაწევაა შესაძლებელია. დიდება უკრაინას", - წერს იგი.
კასპაროვი პუტინის პოლიტიკის აქტიური ოპოზიციონერია და ამ თემასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებებს ხშირად აკეთებს.
"2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თითოეული დოლარი და ევრო, რომელიც რუსეთის ეკონომიკაში შევიდა, დაეხმარა პუტინს იმაში, რომ შეექმნა საომარი მანქანა, რომელსაც რუსეთი დღეს ევროპაში მცხოვრები ადამიანების გაჟლეტვაში იყენებს. თქვენი ამოცანაა, დაეხმაროთ უკრაინას იმ მონსტრთან ბრძოლაში, რომლის ჩამოყალიბებაშიც წვლილი თავადაც მიგიძღვით. უკან დასახევი დრო არაა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინი შევაჩეროთ", - ვკითხულობთ მის პოსტში.
58 წლის კასპაროვმა რუსეთი 2014 წელს, დევნის შედეგად დატოვა და ამჟამად ხორვატიაში ცხოვრობს.