Belive

კანადელი წყალში მხტომელის საბედისწერო შეცდომა ოლიმპიადაზე

2 წლის წინ სხვა
2 წთ

23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. პამელა ვეირი 28 წლის კანადელი წყალში მხტომელია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა. სპორტული მედიის ყურადღება მან არა წარმატებით, არამედ წარუმატებლობითა და საბედისწერო შეცდომით დაიმსახურა. ვეირმა საკუთარი გამოსვლის დროს მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ის ოლიმპიადის მიღმა დარჩა.



"ეს შეცდომა ძალიან განვიცადე და ახლაც განვიცდი. ის რის გამოც წლები ვემზადებოდი ერთი შეცდომით დასრულდა"  "თუ რამეს შეიძლება რომ მომხდარი მივაწერო, ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი და დაძაბულობა"  "მე არ ვნებდები, წარმატებისათვის ბრძოლას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი არ მიმატოვებს და კვლავ გვერდით დამიდგება", - აცხადებს 28 წლის კანადელი.
 

სხვა სტატიები