ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონისთვის განკუთვნილი მატჩების ნახევარი უკვე ჩატარდა და რამდენიმე ლიდერი გუნდიც გამოიკვეთა.
2021/22 წლების სეზონში NBA-ში ორი ქართველი წარმომადგენელი გვყავს – გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი).
გოგა ბითაძის “ინდიანა” რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, სტუმრად, “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გაიმარჯვეს.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 117:121, “ინდიანას” სასარგებლოდ.
ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, პარკეტზე 31:21 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ აქტივში 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკშოტი (გოგამ სტეფ კარის დააფარა | VIDEO), ჩაიწერა.
შეხვედრის ბოლო მეოთხედში, გოგა ბითაძე გარი პეიტონთან უსიამოვნო ინციდენტის გამო პარკეტიდან გააძევეს.

მატჩის დასრულების შემდეგ “ინდიანას” მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
“გოგამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა და შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა”
“რაც შეეხება ინციდენტს, ბითაძის ქმედება ასახავს თუ როგორი განწყობით გავედით თამაშზე”, – აცხადებს კარლაილი.
“ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებითა და 29 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს.