Belive

გავიხსენოთ | დღე, როდესაც პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა ბოლო წამს მოიპოვა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში დასანანი მარცხი იწვნია: ამერიკელ სტივენსონთან ბრძოლისას, 0.5  წამი იყო დარჩენილი და მთელი ერი ოქროს მოპოვების ზეიმისთვის ვემზადებოდით, როდესაც 21 წლის ამერიკელმა მებრძოლმა გამოცდილ პეტრიაშვილთან 2 ქულა მოიპოვა. ვფიქრობთ, ასეთ მძიმე მომენტში, ყველაზე დამწუხრებული არა გულშემატკვარი, არამედ თავად გენო პეტრიაშვილია, რომელსაც ახლა ჩვენი თანადგომა და გამხნევება ძალიან სჭირდება. პეტრიაშვილის სამწუხარო მარცხმა მისი შესანიშნავი გამარჯვება გაგვახსენა. 2019 წელს, ტაჰა აკგულთან ბრძოლისას, ყველაფერი თითქმის იმავე სცენარით განვითარდა: აკგულს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 8 წამი აშორებდა, როდესაც პეტრიაშვილმა თავისი მაქსიმუმი გვაჩვენა და გამარჯვება თავად იზეიმა.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები