მსოფლიოს 118-ე ჩოგანმა, ეკო გორგოძემ, პრაღის ტურნირის ნახევარფინალში მექსიკელი მეტოქე, ფერნანდა კონტრერას გომესი (220) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნახევარფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.
ქართველ ჩოგბურთელს ფინალში გასასვლელად 4 შეხვედრის მოგება დასჭირდა და ოთხივე შემთხვევაში სეტის წაუგებლად იმარჯვა.
ფინალში გორგოძეს მეტოქე მაია ხვალინსკა (268) იქნება, რომელმაც დღეს მირიამ კოლოძიეჟოვას 2 სეტში მოიგო. ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
