Belive

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. კაცებს შორის საერთო რეიტინგში 9611 ქულით ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) ლიდერობს, მეორე ადგილზე ბელგიელი მატიას კასეა (9574 ქულა), მესამეზე კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლუკაშ კრპალეკი (8521 ქულა). ქართველებიდან ტოპ ათეულში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (8228 ქულა) და ლაშა ბექაური (7730 ქულა) მოხვდნენ. რაც შეეხება უშუალოდ წონებს, შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგში დაწინაურება თითქმის ყველა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო: - 60კგ. წონითი კატეგორია -60 კგ-ში ორი იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო და რიუჯუ ნაგაიამა ლიდერობენ. 1 პოზიციით დაწინაურდა და მეცხრე ადგილს იკავებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი. მე-18 პოზიციაზეა თემურ ნოზაძე, 27-ეა ამირან პაპინაშვილი, 54-ე კი - ჯაპა პაპინაშვილი. - 66კგ. წონითი კატეგორია წინა წონის მსგავსად, -66 კგ-შიც იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჰიფუმი აბე ლიდერობს. მეორე ადგილზე იტალიელი მანუელ ლომბარდოა, მესამეზე კი - ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა. ბაგრატ ნინიაშვილი ამ ეტაპისთვის 29-ეა. - 73კგ. წონითი კატეგორია ამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც პირველადგილოსან ჰაშიმოტოს 1000 ქულით ჩამორჩება. 8 ადგილით დაწინაურდა ოლიმპიური ჩემპიონი, შოჰეი ონო, იაპონელი მე-5 პოზიციაზე გადავიდა. - 81კგ. წონითი კატეგორია 81 კილოგრამში პირველი ოთხეული უცვლელია - რეიტინგს მატიას კასე ლიდერობს, მეორე ადგილს საგი მუკი იკავებს, მესამე პოზიციაზეა ტატო გრიგალაშვილი, მეოთხეზე კი - ვედატ ალბაირაქი. ტოპ ოცეულში კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მაისურაძე მოხვდა, რომელიც კვლავ მეჩვიდმეტეა. - 90კგ. წონითი კატეგორია ოლიმპიადის მოგების შემდეგ, ლაშა ბექაური ორი პოზიციით დაწინაურდა, ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგს ნიკო შერაზადიშვილი ლიდერობს, რომელსაც კაცებს შორის ყველაზე მეტი, 9611 ქულა აქვს. ათეულს ასრულებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც აქამდე მე-8 პოზიციას იკავებდა.

100კგ. წონითი კატეგორია ვარლამ ლიპარტელიანი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვლავ პირველ პოზიციაზეა. მეორე ადგილზე გადავიდა ოლიმპიური ჩემპიონი აარონ ვულფი, რომელმაც ჟორჟე ფონსეკა ჩაანაცვლა. ამ წონის ტოპ 50-ეულში კიდევ ორი ქართველია - ილია სულამანიძე (მე-20 ადგილი) და ონისე სანებლიძე (44-ე ადგილი). +100კგ. წონითი კატეგორია მძიმე წონაში ოლიმპიადის ფინალისტები - ლუკაშ კრპალეკი (8521 ქულა) და გურამ თუშიშვილი (7414 ქულა) ლიდერობენ. მე-11 ადგილზეა გელა ზაალიშვილი, 24-ეა ლევან მატიაშვილი.
ქალებს შორის -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-16 პოზიციაზეა ეთერ ლიპარტელიანი. -52კგ-ში 31-ეა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, -70კგ-ში 44-ეა მარიამ ჭანტურია, მძიმე წონაში კი 89-ეა სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები