ტოკიოს ოლიმპიადა – ძიუდო | გუნდური მეორე ადგილი, საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა (შეჯამება)

30 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოს ბოლო საშეჯიბრო დღე ჩატარდა, სადაც გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურამი ფინალში ჩეხ ოლიმპიურ ჩემპიონთან – ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა: 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ოქროს მედალი მოიპოვა – ლაშა ბექაურმა. ვერცხლის მედლები კი: ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.

საქართველოს ნაკრები, ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს. ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ტოკიოს ოლიმპიადა - ძიუდო | გუნდური მეორე ადგილი, საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა (შეჯამება) 1

ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი (ეთერ ლიპარტელიანი).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე – ლაშა გუჯეჯიანის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თითქმის ყველა შეჯიბრზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

 

ტოკიოს ოლიმპიადა – ძიუდო | გუნდური მეორე ადგილი, საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა (შეჯამება)

სტატიის ავტორი
-