3 ივნისს სტარტს თბილისის გრანდ სლემი აიღებს, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.
-60 კგ
-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ 4 სპორტსმენი იჭიდავებს.
ლუხუმ ჩხვიმიანი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ – მუჰამედ ფალატაჰსა და ავსტრიის წარმომადგენელ – ვაჩე ადამიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
B ბადეში იასპარეზებს გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ასევე განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, ფრანგ – რიჩარდ ვერგნეს და თურქმენ – ჰაკბერდი ჯუმაიევს შორის გამარჯვებული იქნება.
თემურ ნოზაძე იასპარეზებს C ბადეში. გასული წლის თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული, 2022 წელს განთესილი იქნება და მეორე ეტაპიდან იასპარეზებს. თემურ ნოზაძე იტალიელ – მარიო პეტროსინოსა და საუდის არაბეთის წარმომადგენელ – მუთაზ ჰვავიაკს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1/4 ფინალში კი მისი მეტოქე იაპონელი – გენკი კოგა იქნება.
D ბადეში იჭიდავებს ირაკლი კუპატაძე, თუმცა იგი განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე ავსტრიელი – დანიელ ლეუტბეგი იქნება.
-66 კგ
-60 კგ წონითი კატეგორიის მსგავსად, -66 კგ წონით კატეგორიაშიც, საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იჭიდავებს.
A ბადეში მიიღებს მონაწილეობას საბა კაპანაძე, რომელსაც საკმაოდ რთული ბადე აქვს. იგი პირველივე ეტაპიდან იასაპრეზებს და მისი მეტოქე, ყირგიზი – კუბანიჩბეკ აიბეკ უულუს შეხვდება. ყირგიზის გამარჯვების შემთხვევაში კი საბას მეტოქე, ამ წონის ლიდერი, მოლდოველი – დენის ვიერუ იქნება.
B ბადეში იჭიდავებს ლაშა ნადირაძე, რომელიც პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ – აბდულაი ალჯაინაზს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე, ლაშა ნადირაძის მეტოქე, იაპონელი – რიომა ტანაკა იქნება.
ვაჟა მარგველაშვილი C ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად იგი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ – გურამ ძავაშვილსა და ყაზახ – დასტან შაიახმეტოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საკმაოდ რთული ბადე აქვს გიორგი თუთაშვილს, რომელიც D ბადეში განუთესავი იქნება. თუთაშვილის მეტოქე პირველ ეტაპზე, რუმინელი – ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თუთაშვილი ესპანელ – ალბერტო გაიტერო მარტინსა და სამხრეთ კორეელ – იაეჰონგ ანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-48 კგ
-48 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი წარმომადგენელი – ნატალია ყიფშიძე ეყოლება.
ნატალია C ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მას გერმანელი მეტოქე – კატარინა მენცი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში 1/4 ფინალში გავა და მეტოქედ, ესპანელი – ლაურა მარტინეს აბელენდა იქნება.
-52 კგ
-52 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს.
B ბადეში განუთესავი იქნება – მარი მახარაშვილი, რომელიც ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, საუდის არაბეთის წარმომადგენელ – ჰესაჰ ალმელაიკს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მახარაშვილი ამერიკელ – ანჟელიკა დელგადოს შეხვდება.
C ბადეში განუთესავია – მარიამ ლაფაჩიშვილი, რომელიც ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი – პაზ კაფრი იქნება. თუ კი, ლაფაჩიშვილი შეძლებს გამარჯვების მოპოვებას, მისი მეტოქე 1/8 ფინალში, იტალიელი – მარტინა კასტანიოლა იქნება.
-57 კგ
-57 კგ წონით კატეგორიაში 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
A ბადეში განთესილი იქნება ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელ – მაია ლეოპოლდსა და უკრაინელ – დარია ბილოდიდს შორის გამარჯვებული იქნება.
B ბადეში იჭიდავებს გვანცა მჭედლიშვილი, რომელიც ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება ასპარეზობაში და მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელი – მიმი ჰუჰი იქნება.
-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების მესამე წარმომადგენელი ნინო წიკლაური იქნება, რომელიც განუთესავი იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც თურქმენ მეტოქეს – გოზელ ნოვრუზოვას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, მისი მეტოქე, გერმანელი – პაულინ სტარკი იქნება.