Belive

ექიმების გმირობა, უმძიმესი ტრავმა და ოლიმპიური ჩემპიონობა

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
-90 კგ წონით კატეგორიაში, 21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მან ფინალში გერმანელი მეტოქე – ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას, სადაც მან ტრავმა მიიღო, რომელიც საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ლაშა ბექაურის ტრავმის სიმძიმესა და ექიმების გმირობაზეა საუბარი: ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ზურა კახაბრიშვილი ჩამოვიდა, გაგვამხნევა, სამედიცინო ინვენტარით მომამარაგა, რჩევები მომცა, ძალოსნების ჯანმრთელობას გაეცნო და იქვე საუბრისას ბექაურზე ჩამოაგდო სიტყვა ვთხოვე ბექაურის ტრავმის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნა ეჩვენებინა და როცა დავხედე, კინაღამ გული გადამიტრიალდა მეცხრე წელია ამ სფეროში ვარ და მე მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... უამრავი რამ ეწერა და ურთულესი იყო მდგომარეობა.. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და არც მისი მებრძოლი ხასიათი ვიცოდი... აი, რას შვება მთა, მთის ლაღი, ქართული სული... ვნახე დასკვნა დაპირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ... მე ვფიქრობ ჯობს იმკურნალოს და მოემზადოს შემდეგი შეჯიბრებისთვის მეთქი. ჩემი ხო გჯერაო, მითხრა ზურა მამობილმა ... დავუქნიე თავი, რა მექნა.. ხოდა დღეს პირადად კახაბრიშვილს ვულოცავ ამ გამარჯვებას! მან შეძლო მკურნალობით, რეჟიმით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, ნემსებით, ფიზიოთერაპიებით, კინეზოტეიპირებით, მასაჟით და ა.შ.. რომ ეს შედეგი დაედო... დიახ, ბექაურის ამ შედეგში, სამედიცინო გუნდმა უდიდესიი წვლილი შეიტანა და ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლაშას მზადებაში იყო ჩართული. ზურა  ოქრო ხარ ! მადლობა, რომ პირობა შეგვისრულე ფოტოზე შენი ემოციაც არ მიკვირს.

ფოტო: პირველი არხი

სხვა სტატიები