Belive

ედუარდ ტრიპელი თბილისის გრანდ სლემზე იჭიდავებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
3-5 ივნისს, თბილისში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, თბილისის გრანდ სლემისთვის შემადგენლობა დაასახელა. თბილისს 8 გერმანელი ძიუდოისტი ეწვევა. განაცხადში მოხვდა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი -ედუარდ ტრიპელი. შეგახსენებთ, რომ ედუარდ ტრიპელი -90 კგ წონით კატეგორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურთან დამარცხდა და ოლიმპიურ ვერცხლის მედალს დაეუფლა. მაქამდე მას კარიერაში არცერთი დიდი შეჯიბრი არ ჰქონია მოგებული. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, გერმანელი ძიუდოისტისთვის თბილისის გრანდ სლემი პირველი ოფიციალური შეჯიბრი იქნება, სადაც იჭიდავებს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე

-73 კგ: იგორ ვანდტკე -81 კგ: დომინიც რესელი -90 კგ: ედუარდ ტრიპელი -100 კგ: ლუის მაი; დანიელ ჰერბსტი +100 კგ: ერიკ აბრამოვი -48 კგ: კატარინა მენცი -78 კგ: ანა-მარია ვაგნერი.

სხვა სტატიები