Belive

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ყაზანის გრანდ სლემი გააუქმა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2022 წელს გასამართი ყაზამის გრანდ სლემი გააუქმა. შეჯიბრი 20-22 მაისს უნდა გამართულიყო.  მიზეზი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ომში ჩართულობაა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა - მარიუს ვიზერმა, ამ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ჩვენ, სპორტულმა სამყარომ უნდა მივიღოთ ერთიანი და ძლიერი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ღირებულებებს და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, მეგობრობასა და ერთიანობას. ძიუდოს ოჯახი იმედოვნებს, რომ მიმდინარე არეულობა ძალიან მალე დამშვიდდება და მსოფლიო მშვიდობას შეინარჩუნებს. მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო სპორტულ ასოციაციას, რომ გააუქმონ ყველა შეჯიბრი, რომელიც ჩანიშნულია რუსეთსა და ბელორუსიაში". 
 
 

სხვა სტატიები