Belive

ბაგრატ ნინიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ეკატერინბურგის გრან სლემის 1/4 ფინალში არიან!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 15 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემმა, სადაც პირველ დღეს, საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობს. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანი და და თემურ ნოზაძე ასპარეზობდნენ. თემურ ნოზაძე პირველივე შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვთან დამარცხდა და ეკატერინბურგის გრან სლემს გამოეთიშა, რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ლუხუმმა 2 გამარჯვება მოიპოვა და 1/4  ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ისლამ იაშუევი იქნება.  რაც შეეხება -66 კილოგრამ წონით კატეგორიას, ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობს. მან პირველივე შეხვედრაში რუსი არამ გრიგორიანი დაამარცხა და ეკატერინბურგის გრან სლემის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი - დანიელ ჯინი იქნება.  

სხვა სტატიები